ზარის შეკვეთა

კითხვა-პასუხი

რით განსხვავდება თქვენი პროექტი სხვებისგან?
  • საერთაშორისო ევროკავშირის ხარისხის სტანდარტებისა და მშენებლობის ახალი რეგულაციის შესაბამისობა საქართველოში 2019 წლიდან.
  • აღმასრულებელი კომპანია BI Management. აპარტამენტების მართვა ონლაინ.
  • გარანტირებული შემოსავალი 8%.
  • Spa-ცენტრი დახურული აუზით, საუნითა და ფიტნეს-დარბაზით.
  • საბავშვო ცენტრი „ჭკვიანი დასვენება“.
  • საერთო მოხმარების გამწვანებული ვერანდა, ზაფხულის კინოთეატრითა და კაფე-ბარით.
  • 120 მეტრი ზღვიდან.
რა სამშენებლო კომპანიაა?
სამშენებლო კომპანია KASKO-ს აქვს პროექტების რეალიზაციის მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში. კომპანია დაარსდა 2011 წელს საქართველოში, ბათუმში და გამოირჩევა არამარტო მაღალხარისხიანი მშენებლობით, არამედ პროექტების ჩაბარების გადასწრებითი ვადებით. უფრო დაწვრილებით კომპანიის შესახებ წაიკითხეთ ამ გვერდზე.
სახლის ჩაბარების ვადები
სახლი აშენებული იქნება 2021 წლის დეკემბერში.
შესაძლებელია თუ არა გადაგეგმარება
ბინები ბარდება „შავი კარკასის“ ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავად შეძლებთ გააკეთოთ ნებისმიერი დაგეგმარება და აღმართოთ კედლები საკუთარი პროექტით.
არის თუ არა განვადება?
არის! პირველადი შენატანით 30%-ის ოდენობით კომპანია გაძლევთ შიდა უპროცენტო განვადებას 18 თვით.
პასუხობს თუ არა პროექტი სეისმომდგრადობის მოთხოვნებს?
ყველა პროექტი, რომელიც შენდება საქართველოში, პასუხობს სეისმომდგრადობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტთან შეთანხმება შეუძლებელია.
იქნება თუ არა ბინების მართვა?
აღმასრულებელი ევროპული კომპანია BI MANAGEMENT გთავაზობთ აპარტამენტების მართვას პირადი კაბინეტიდან: კომუნალური მომსახურებების გადახდა, შემოსავლის აღრიცხვა, გასამრჯელოს გამოტანა, კლიენტების მოზიდვის წყაროები, აპარტამენტების იჯარის საიტებთან ონლაინ-სინქრონიზატორი (Airbnb, Booking.com და ასზე მეტი საიტი მთელს მსოფლიოში). სრულად ეს ინფორმაცია თქვენს აპარტამენტებზე იქნება თქვენთვის გამჭირვალე და ხელმისაწვდომი ონლაინ.
როგორ მდგომარეობაში ბარდება ბინები?
ბინები ბარდება „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს:
  • ბინის კონტურული კედლები;
  • ელ. გაყვანილობის დგარი;
  • სან. გაყვანილობის დგარი (ცივი წყალი, კანალიზაცია);
  • მეტალოპლასტმასის ფანჯრები და კარები ექსტერიერში (ორმაგი მინაპაკეტით);
  • შემოსასვლელი რკინის კარი;
  • მოწესრიგებული სადარბაზო (საერთო სივრცეები) მოპირკეთებული და შეღებილი, ფასადი და სახურავი დასრულებული, მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი.;
  • დამონტაჟებული ლიფტები
როგორია მომსახურების გადასახადი?
შესაძლებელია გავეცნო ყიდვა/გაყიდვის ხელშეკრულებას?
რომელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს კლიენტმა ბინის ყიდვისთვის?
უცხოელ მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება საკუთრებაში საქართველოში დამოუკიდებლად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქე არიან. საკუთრების უფლება მოწმდება ხელშეკრულების რეგისტრაციით იუსტიციის სახლში და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. უძრავ ქონებაზე გარიგების რეგისტრაცია ხდება საქართველოს საჯარო რეესტრში. ყიდვისას აუცილებელია მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტის ქონა.
გარიგების გაფორმების ვადა რეესტრში 1 საათიდან 4 სამუშაო დღემდე მერყეობს, სახელმწიფო ბაჟის გადახდით 105 ლარის ოდენობით.
იბეგრება უძრავი ქონება გადასახადით?
არა.
რამდენი ხანი გრძელდება ბათუმში სეზონი?
რბილი მზიანი კლიმატი იზიდავს ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში. მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 300-ს აღწევს.
საქართველოში მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ეწვიოთ: 5 სამთო-სათხილამურო კურორტს, 14 ნაკრძალსა და 11 ეროვნულ პარკს.